Wednesday, October 21, 2009

პროექტის სრული აღწერა

ჩვენი მშობლიურიენის დახვეწის, შემდგომი სრულყოფის, მისი სამოქმედო ასპარეზის გავრცობის საკითხები დღეს ყველას ერთნაირად აღელვებს-სპეციალისტებსაც და რიგით ადამიანებსაც, რომელთაც ქართული ენის მოვლა-პატრონობა სისხლხორცეულ საქმედ მიაჩნიათ.
დედაენა ისეთი ფენომენია ერისა,რომლის გარეშეც ერს არცებობა არ შეუძლია,თუ ენას დათმობს ერი მაშინ მისი არსებობის სხვა ფაქტორები აზრს კარგავს.
როგორც ვიცით, ენა მუდმივ ცვლილებას განიცდის, იგი მოვიდა ჩვენამდე და ჩვენ კი წელგამართული საქართველო და ქართული ენა უნდა დავახვედროთ 21-ე საუკუნის შემდგომ მომავალ თაობას.
ყველა ქვეყანას, სახელმწიფოს აქვს თავისი განსაზღვრული ენა,რომელსაც უფრთხილდება და არ დაუშვებს მისი მშობლიურუი ენა ვინმემ შელახოს.
ჩვენმა ენამ, ერთ-ერთმა უძველესმა და კულტურულმა ენათაგანმა, სიხარულითა და ტკივილებით აღსავსე უტყუარმა მატიანემ ქართველი ერის ხანგრძლივი და სულიერი ცხოვრებისამ, იშვიათი გამძლეობა გამოიჩინა და თავისთავადობა შეინარჩუნა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართულ ენას ემუქრებოდა ჩამორთმეოდა სახელმწიფო ენის სტატუსი, მაგრამ ქართველმა ერმა ეს არ დაუშვა და დაიცვა იგი.1978წლის 14 აპრილს მთელი საქართველო აღდგა ენის დასაცავად.ეს დღე შემდეგ გამოცხადდა ქართული ენის დღედ და ამ დღიდან დაიწყო აქტიური ბრძოლა ენაში შემოჭრილი ისეთი უცხო სიტყვების(ბარბარიზმების)წინააღმდეგ რომლების საჭიროების გარეშე შემოვიდა და დამკვიდრდა ჩვენში
ბარბარიზმი ენისათვის შეუფერებელი, სხვა ენებიდან საჭიროების გარეშე შემოსული სიტყვები ან გამოთქმებია.იგი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან ,,ბარბაროს”, რაც ნიშნავს ,,უცხოს”
ფართო მნიშვნელობით ბარბარიზმებად ითვლება უცხო ენით გამოთქმული ან დაწერილი სიტყვები და ფრაზები ნაწარმოებში, ლიტერატურაში ბარბარიზმი თავს იჩენს როგორც სტილისტური ხერხი,პერსონაჟის გამოსაკვეთად ავტორის მიერ შეგნებულად გამოყენებული.ასევე ხშირად გამოიყენება ირონიული ელფერის შესაქმნელად

პროექტი შედგება თეორიული და პრაქტიკული მასალისაგან(პირადი დაკვირვება).პროექტის ფარგლებში მოეწყო გასვლითი აქცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში(სასწავლო დაწესებულება, ტრანსპორტი,ბაზარი,ოჯახი) გაიკრა პლაკატები წარწერით: ,,დავიცვათ ენის სიწმინდე”, ,,გაუფრთხილდი მშობლიურ ენას’’და სხვა.შეიქმნა ბუკლეტები, რომელიც დარიგდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში(სასწავლო დაწესებულება, ტრანსპორტი,ბაზარი და სხვა).ამის გარდა სკოლაში დაიდგა საჯარიმო ყულაბა(სკოლის ხელმძღვანელობასთან და მოსწავლეთა თვთმმარველობასთან შეთანხმებით) წარწერით: ,,ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე’’, ,,გაუფრთხილდი შენს ისედაც მწირ ბიუჯეტს’’. ენის სიწმინდის დამრღვევები დაჯარიმდნენ და შემოწირული თანხა მოხმარდა ისევ ენის სიწმინდის დაცვას(ბუკლეტების, პლაკატების დამზადება),ის მოსწავლეები, რომელთაც მთელი პროექტის მიმდინარეობის მსვლელობაში არ გამოიყენეს ბარბარიზმები სკოლაში გაკვეთილებსა და დასვენებებზე საუბრისას(როდესაც ისინი იყვნენ დაკვირვების ობიექტები) დაჯილდოვდნენ სიგელით ,,ენის სიწმინდის დამცველი” და ფასიანი საჩუქრით(წიგნი,საწერი კალამი და სხვა)
ბარბარიზმებთან ბრძოლის მიზნით პროექტის ფარგლებში მოეწყო დისკუსია თემაზე:,,ჩვენ შეგვიძლია,გვაქვს საშუალება ვიმეტყველოთ წმინდა ქართულით”.